1 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

თოფურია VS რონალდუ - საიდან დაიწყო ყველაფერი

ილია თოფურიამ და კრიშტიანუ რონალდუმ ერთმანეთზე რამდენჯერმა არასასიამოვნოდ ისაუბრეს.

წარმოგიდგენთ მათ მთლიან დაპირისპირებას:

პირველად ფეხბურთელმა მაქს ჰოლოუესითან ბრძოლამდე ისაუბრა ქართველზე: 

"ილია თოფურია ბევრს ლაპარაკობს... ვფიქრობ, რომ ვოლკი მასთან შესახვედრად მზად არ იყო (მახაჩევთან მიღებული ნოკაუტის შემდეგ). თოფურიას ტოპ მებრძოლებთან არ უჩხუბია. ჰოლოვეის თუ დაამარცხებს, ის ჩემს პატივისცემას დაიმსახურებს".

ამაზე თოფურიამ უპასუხა:

"არ მეგონა შენი მსგავსი ადამიანი განსხვავებას თუ ვერ დაინახავდა ქედმაღლობასა და საკუთარი თავის რწმენას შორის. საბოლოოდ, ადამიანებს ყველა ჩვენი მსგავსი გვგონია. შენი დარჩენილი კარიერის განმავლობაში საუკეთესოს გისურვებ, ღმერთმა დაიფაროს შენი ოჯახი".

სულ ცოტა ხნის წინ კი თოფურიამ რონალდუ კვლავ ახსენა:

"ადამიანი, რომელსაც პირადად მოვიწვევ ჩემს ჩხუბზე არის მესი, რადგან ის მაიამიში ცხივრობს. შევე*ი რონალდუს, როდესაც მესი არსებობს".

Facebook კომენტარები