"ნაპოლის" შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ერთ-ერთი ნეაპოლური გამოცემა წერს, რომ ხვიჩა შესანიშნავ ფეხბურთელთან ერთად შესანიშნავი პიროვნებაცაა.
"კვარაცხელია ვარჯიშისა და თამაშის შემდეგ ყოველთვის იცლის გულშემატკივრებისთვის.
"ადამიანთა უაზარმაზარი რიცხვი, რომელიც კვარას ავტოგრაფებს ელოდება ნაწყენი არასოდეს რჩება.
"ქართველი შესანიშნავი ფეხბურთელია და უფრო კარგი ადამიანიც. მორცხვი და თავმდაბალი ადამიანია, რომელიც ვარსკვლავის სტატუსმა არ შეცვალა.
"კვარასნაირი რომ იყოს ყველა ფეხბურთელი, სამყარო უკეთესი იქნებოდა" - წერს ნეაპოლური მედია.