UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა წონითი კატეგორია შეიცვალა და ზედა დივიზიონში გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ქვემსუბუქ წონაში ჩემპიონი ილია თოფურიაა, რომელმაც ტექნიკური ნოკაუტით ქამარი მოიპოვა, შემდეგ კი ის დაიცვა.
UFC 310-ზე მოვსარ ევლოევთან დაპირისპირებამდე ალჯომ მედიასთან სწორედ ქართველ მებრძოლზე ისაუბრა.
"ევლოევთან ჩხუბის შემდეგ მსურს ილია თოფურიას დავუპირისპირდე", - თქვა იამაიკელმა.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა თოფურიასთან ბრძოლის სურვილი რამდენიმე თვის წინაც არაერთხელ გამოთქვა.