როგორც მოგეხსენებათ, კახა ალადაშვილმა დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა.
„ერთხელ დავწერე, შენი გუნდელი რომ მქვია, მრცხვენია-მეთქი. ამაზე მეტს მეგონა აღარ გეტყოდი, მაგრამ უკვე მე კი არა, მთელ უკრაინას შერცხვა შენი. ფინანსურზე დიდი და მძიმე სანქცია ესაა.
უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე“, – წერს კახა ალადაშვილი.
ამ ყველაფერს მედიაში კახა კალაძე გამოეხმაურა:
„არ არის საინტერესო ალადაშვილი. მეც ვნახე აღნიშნული განცხადება, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ჩემზე ისაუბრა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – რა ფეხბურთზე საუბრობს, სად თამაშობდა საერთოდ? ალბათ, როცა უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო“. – განაცხადა “მილანის” ყოფილმა ფეხბურთელმა.