1 წლის და 2 თვის წინ
Mshvildadze Nikolozi
Aa

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა აურელიო დე ლაურენტისს 2 ფეხბურთელის დამატება საჯაროდ ურჩია

აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, კარლო ალვინომ, Televomero-სთან საინტერესო განცხადება გააკეთა. 

კერძოდ, მან "ნაპოლის" პრეზიდენტს ორი ფეხბურთელის ყიდვა საჯაროდ ურჩია. 

"ვფიქრობ, კლუბსა და ანტონიო კონტეს ფედერიკო კიეზა ძალიან მოსწონთ, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელს ამ ეტაპზე  "ლივერპულში" სათამაშო დროა არ აქვს. 

"გარდა ამისა, "ნაპოლი" ცენტრალურ მცველს დაიმატებს და კალიდუ კულიბალის დაბრუნება ცუდი არ იქნებოდა. ის მალე "ალ ჰილალს" დატოვებს", - თქვა ალვინომ.

Facebook კომენტარები