2 კვირის და 3 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"გავიდეთ გარეთ და დავილაპარაკოთ, მე მას ვცემ და ამას ხალხიც ნახავს" - რა თქვა მახაჩევმა ილიაზე

UFC-ის დაღესტენლმა მებრძოლმა, ისლამ მახაჩევმა, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა.

მან ილია თოფურიაზე და მასთან შესაძლო ბრძოლაზეც გააკეთა კომენტარი:

"ჩვენ აუცილებლად დავილაპარაკებთ, როცა შევხვდებით. ის ყოველთვის საუბრობს ჩემზე, მგონი მას რაღაცის თქმა სურს, მაგრამ მე ვერ ვგებულობ, ამიტომ გავიდეთ გარეთ და დავილაპარაკოთ"

"თუ საჭირო იქნება, ჩვენ ვიჩხუბებთ. ის განსხვავებული წონის წარმომადგენელია. მე მას მოვუგებ, მაგრამ რას მომცემს ეს? ამ ჩხუბით ქამარს ვერ მოვიგებ, მაგრამ თუ ხალხს სურს იმის ნახვა თუ როგორ ვცემ მას, რატომაც არა." - განაცხადა მახაჩევმა.

Facebook კომენტარები