"ნაპოლის" "ლაციოსთან" ზედიზედ 2 დაპირისპირება ელის.
I - 6 დეკემბერს იტალიის თასის 1/8-ფინალში;
II - 8 დეკემბერს სერია ა-ს მე-15 ტურში;
იტალიური გამოცემა "Tuttosport'-ის ცნობით, ასეთ რთულ კალენდართან დაკავშირებით გუნდის თავკაცმა ანტონიო კონტემ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ 6 დეკემებერს თასზე როტაციას მიმართოს და მთავარი ძალა სერია ა-ს მოახმაროს.
წყაროს ცნობით, აქცენტი ხვიჩა კვარაცხელიას დასვენებაზეც გაკეთდება.