"ნაპოლის" ყოფილმა და "გალათასარაის" ნიგერიელმა ცხრიანმა, თვეების წინ ერთ-ერთ იტალიურ გადაცემაში, რომლის წამყვანიც მარიო ბალოტელია, მისი თანაგუნდელის და მეგობრის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:
"გიჟური ნიჭის მქონე ტალანტია. მისი თამაში ძალიან მომწონს.
"ფეხბურთისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვს, როგორც მე, მეტსახელი შევარქვი - ჯადოქარი"
"იმის გარდა, რომ დიდებული მოთამაშეა, მნიშვნელოვანია მისი ადამიანური თვისებები, ამ მხრივაც დიადია. შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს", - განაცხადა ნიგერიელმა.