2 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ამის გამო ჩემთან მეგობრობა ერთულებოდათ..." - გიორგი გველესიანის განცხადება

საქართველოს ნაკრების მცველმა, გიორგი გველესიანმა ერთ-ერთ გადაცემაში სტურობისას თქვა:

"ყოველთვის აღნიშნავდნენ ფეხბურთელები, რომ ჩემთან მეგობრობა ერთულებოდათ, განა იმიტომ, რომ არ შეეძლოთ - უბრალოდ ტიპაჟურად განვსხვავდებოდი.

ამას ჩემ სასიკეთოდ ნამდვილად არ ვამბობ, ხანდახან ჯობია, როცა კოლექტივთან ერთად ხარ, 100%-ით კონტაქტური იყო, მაგრამ მე ეს მიჭირდა.

სანიოლმაც აღნიშნა ეს ერთხელ, როცა გამიყვანა და მითხრა: "გიორგი, როგორც გიყურებ მაინცდამაინც კოლექტივთან არ ახლობობ და რაშია საქმე?" - უბრალოდ ვუთხარი, რომ ასეთი ტიპაჟი ვარ და შესაძლოა ირანის გავლენაც იყოს მეთქი.

სინამდვილეში კი ვფიქრობ, რომ ეს ირანის გავლენა არ არის, უფრო მარტო ცხოვრების გავლენაა", - განაცხადა გველესიანმა.

Facebook კომენტარები