სერია ა-ს მორიგ ტურში "ნაპოლიმ" "ტორინო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ცხრილში გალიდერდა.
ერთადერთი გოლის ავტორი სკოტ მაკტომინეია.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან გოლის მომენტში საგოლე პასი მიითვალა.
გამოცემა "Sofascore"-მა ქართველის თამაში 7.5 ქულით შეაფასა, რაც "ნაპოლის" რიგებში მესამე საუკეთესო შედეგია.