ერთ-ერთი ნეაპოლური საფეხბურთო გამოცემის ჟურნალისტმა, პაოლო დელ გენიომ გადაცემაში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "პარტენოპეის" საუკეთესო შემტევი დავიდ ნერეშია:
"კონტე ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია და არ ვფიქრობ, რომ გადაუხვევს იმ ტაქტიკიდან, რომელსაც სარგებელი მოაქვს. მესმის, რომ ნერეში დაცვაში იმდენად სასარგებლო არაა, რამდენადაც პოლიტანო და ნგონგე არიან, თუმცა ბრაზილიელი ამ მომენტისთვის გუნდის საუკეთესო შემტევია და ის სათადარიგოთა სკამზე ზის", - განაცხადა დელ გენიომ.