3 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

კონტემ კვარა სასაუბროდ დაიბარა - ქართველმა ყველაფერი ახსნა

სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრაშო ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია 67-ე წუთზე შეცვალა.

გასვლისას ქართველს უკმაყოფილება ეტყობოდა, ამან კი კითხვები გააჩინა.

რაზე, ან ვისზე იყო გაბრაზებული კვარა.

იტალიური გამოცემა "Il Mattino" იუწყება, რომ ამ ფაქტის შემდეგ მთავარი მწვრთნელი ინიციატივით კვარაცხელიასა და კონტეს შორის შეხვედრა შედგა.

ანტონიოს აინტერესებდა თუ რა იყო ფეხბურთელის გაღიზიანების მიზეზი.

წყაროს ცნობით, კვარას პასუხი ამ კითხვაზე ასეთი იყო: "გაბრაზებული საკუთარ თავზე ვიყავი”.

გამოცემა ასევე იტყობინება, ხვიჩამ აღნიშნა, რომ მის გაბრაზებასთან ცვლილება არაფერ შუაშია.

Facebook კომენტარები