ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ბრატისლავას "სლოვანი" "მილანთან" ანგარიშით 3:1 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა სქართველოს ნაკრების კაპიტანს.
37 წლის გურამ კაშიამ იტალიური გრანდის წინააღმდეგ ჩინებული შეხვედრა ჩაატარა.
წარმოგიდგენთ ქართველი მცველის სტატისტიკას ამ მატჩში:
90 წუთი;
6 შეტევის მოგერიება;
5 ართმევა;
2 ბლოკი;
საჰაერო დუელი (მოგებული) 10 (7);
მიწაზე დუელი (მოგებული) 3 (2);
მხოლოდ ერთხელ გასცდნენ;
მატჩის რეიტინგი 7,0.
სახსენებელია, რომ კაშიამ 76-ე წუთიდან მატჩის ბოლომდე გუნდს უკაპიტნა კიდეც.