3 კვირის და 4 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"მე გეტყვით, რატომ იყო კვარა გასვლისას გაბრაზებული" - იტალიელი კომენტატორი

როგორც მოგეხსენებათ, ნაპოლისა და "რომას" მატჩში ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია ნაადრევად შეცვალა.

ქართველი მოედნიდან გასვლის დროს აშკარად უკმაყოფილო იყო.

ამ ფაქტს იტალიელი კომენტატორი რიკარდო მანჩინი გამოეხმაურა:

"კვარა მხოლოდ საკუთარ თავს გაუბრაზდა, რადგან თავისი ჩვეული თამაში ვერ შემოგვთავაზა. ლუკაკუს გოლში მას დამსახურება მიუძღვის. რა თქმა უნდა, შეცდომებიც ჰქონდა და ზოგიერთ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება ვერ მიიღო, მაგრამ ამის გამო ყველაზე იმედგაცრუებული თავად ხვიჩა იყო".

Facebook კომენტარები