3 კვირის და 6 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"როცა რონალდუ გავაკრიტიკე, მისგან ასეთი მესიჯი მომივიდა" - რას იხსენებს ანტონიო კასანო

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ კრიშტიანუ რონალდუზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, იტალიელმა ძველი ინტერვიუ გაიხსენა, სადაც მან კრიშტიანუზე საინტერესო რამ განაცხადა.

"ერთ-ერთ გადახემაში რონალდუზე საუბრისას ის ყველა დროის 10 საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაავასახელე. 

"გარდა ამისა, ვთქვი, რომ მხოლოდ ერთი რონალდო არსებობდა და ეს "ფენომენო" იყო. 

"ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ის გავაკრიტიკე მობილურზე მესიჯი მომივიდა და კრიშტიანუ მწერდა, რომ ეს მან შეურაცხყოფად მიიღო. 

"მაჩვენა თავისი გოლები, ასისტები, მოგებული ტიტულები, მაგრამ მე კვლავ ჩემს აზრზე ვარ", - თქვა კასანომ.


Facebook კომენტარები