„მონაკო ბასკეტის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი საშა ობრადოვიჩმა დატოვა. კლუბსა და მწვრთნელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ცნობილმა სპეციალისტმა „მონაკოსთან“ ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო და საფრანგეთის თასსაც დაეუფლა. მან კლუბი ევროლიგის ოთხთა ფინალშიც გაიყვანა. თუმცა, მის მაგივრად ფრანგულ კლუბს ქართველი მწვრთნელი ჩაიბარებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკო ბასკეტის“ დროებითი მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს.
ქართველი თავკაცის ხელმძღვანელობით „მონაკო ბასკეტი“ პირველ მატჩს 21 ნოემბერს ჩაატარებს. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდი ევროლიგაზე „ლიონი-ვილერბანის“ წინააღმდეგ ითამაშებს.