ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში, სადაც ერთმანეთს პორტუგალიისა და თურქეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, კრიშტიანუ რონალდუმ მეორე ტაიმში სპეციალური ბუცები მოირგო.
ერთ-ერთ ბუცზე გამოსახული იყო წარწერა "მატილდა". სოციალურ ქსელებში მრავალი კითხვა დაისვა იმის შესახებ, თუ ვის საპატივცემულოდ ატარებდა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ამ სახელს.
გაირკვა, რომ სინამდვილეში ბუცები ბრუნო ფერნანდეშის იყო, რომელმაც ისინი კრიშტიანუს შესვენებაზე აჩუქა. მატილდა ბრუნოს 7 წლის ქალიშვილია, ამიტომ ეს წარწერა სწორედ მისთვის იყო.
სიმბოლურია, რომ კრიშტიანუმ ბრუნოს მატჩის მეორე ნახევარში ასისტი სწორედ იმ ეპიზოდში გაუკეთა, სადაც ბევრი ელოდა, რომ თავად დაარტყამდა.