როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა.
ამ მარცხით ჩვენ დავკარგეთ ერთა ლიგის A დივიზიონში ასვლის და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის დამატებითი შანსი.
ერთა ლიგიდან ჩვენი გუნდი მსოფლიოზე მოხვედრა ვეღარ შეძლებს, ეს მესამე ადგილიდან შეუძლებელია.
მაგრამ, რა საკვირველია, საქართველოს ერთი, მთავარი, გზა რჩება - მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი.
საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩვენს მეტოქეებს 13 დეკემბერს წილისყრაზე გავიგებთ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მესამე კალათში მოხვდა, რაც გვაძლევს იმედს, რომ შედარებით სუსტი მეტოქეები გვეყოლებიან.