"სწორედ ამიტომაც გაგვიტანეს 2 გოლი" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ჩეხეთთან მარცხის შემდეგ » isport.ge
1 დღის და 7 საათის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"სწორედ ამიტომაც გაგვიტანეს 2 გოლი" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის ბოლო ტურში ჩეხეთთან დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

“ასეთი მატჩის შემდეგ ტაქტიკაზე საუბარი საჭიროდ არც კი მიმაჩნია. ეს მატჩი ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა ჩააგდო. თავიდანვე დაგვეტყო, რომ აგრესიულობა, ინტენსიურობა და ბრძოლისუნარიანობა გვაკლდა. ტაქტიკის შეცვლა პირველივე ტაიმში დავიწყე, შეტევას უფრო და უფრო ვაძლიერებდით, თუმცა როცა ასეთ გუნდთან მატჩის სტარტზე ორ გოლს გაუშვებ, მერე თამაშში დაბრუნება რთულია.”

“როდესაც პირველ 20-30 წუთს ასე საშინლად ჩაატარებ, აშკარაა, რომ სწრაფი ცვლილებაა საჭირო. ზუკა კარგად ჩაერთო მატჩში, ხშირად იყო ბურთთან და აგრესიულობაც არ აკლდა. მატჩის სტარტზე საკუთარ დონეს ბევრად ჩამოვრჩით. ვფიქრობ, ამის მთავარი გამომწვევი პრობლემა მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ"

"ალბათ, ჩვენმა წარმატებებმა ახლო წარსულში, იმან, თუ როგორ დავიწყეთ ერთა ლიგა, დიდი მოლოდინები გაგვიჩინა. ახლა მოგვიწევს ჩვენს თავში ეჭვი შევიტანოთ და ამის მიხედვით შევიცვალოთ, ვპროგრესირდეთ.”

"მიუხედავად იმისა, რომ დღეს წავაგეთ, ვფიქრობ, შესანიშნავია, რამდენი საგოლე მომენტი გვქონდა ბოლო ოთხ მატჩში. დღესაც ბევრი შანსი გვქონდა. ჩვენ მეტად უნდა ვიმუშაოთ შეტევაზეც და დაცვაზეც. როდესაც ასეთ დონეზე თამაშობ, დეტალებზე მეტად ორიენტირებული უნდა იყო. მომავალში ასეც ვიქნებით.", - თქვა სანიოლმა.

Facebook კომენტარები