8 თვის და 1 კვირის წინ
ნიკა მშვილდაძე
Aa

"ახლა ჩემი ოცნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლაა" - რა თქვა ილია თოფურიამ

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ გამოცემა "Marca"-სთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

"ვოლკანოვსკის უდიდეს პატივს ვცემ. წარმოუდგენელია, რომ ვერ დაინახო ის, თუ რა გააკეთა მან ამ სპორტში. ის ლეგენდაა.

"როდესაც იგი დავანოკაუტე, მისი თვალები არ დამინახავს, მხოლოდ შევამჩნიე რომ დაეცა. ამის შემდეგ მსაჯმაც ბრძოლა გააჩერა.

"ჩემი ოცნება ჩემპიონობა, ესპანეთის მოქალაქეობის მიღება და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ბრძოლა იყო, ახლა ეს უკანასკნელი დამრჩა ასახდენი", - თქვა თოფურიამ.



Facebook კომენტარები