საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დედა, ნათია მიქაუტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შეწუხდა მისი შვილის ეროვნებასთან დაკავშირებით დასმული კითხვებით.
როგორც ნათია წერს, ზოგიერთი მომხმარებელი აქცენტს აკეთებს გიორგის წვერსა და გვარზე.
ნათია მიქაუტაძე: - ხალხნო, შევწუხდი (თორემ არც კი დავწერდი). ქართველები ვართ ქართველები. გიორგი მიქაუტაძეს მშობლები ქართველები არიან, მაშასადამე გიორგი ქართველია. გასაგებიააა? თუ მაინც და მაინც არ მოიშლით, დაბადების მოწმობას გავაზიარებ. ვინც გვიცნობს, არ გაგიკვირდეთ. ეს მათთვის, ვინც ტვინი წაიღო (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გიორგის წარმოშობასა და მის წვერზე. ძალიან დიდი მადლობა რომ ზრუნავთ მის გარეგნობაზე, მაგრამ არ არის საჭირო! უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ გიორგის გულშემატკივარს. თქვენი თბილი და გულწრფელი სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მისთვის", - წერს მიქაუტაძის დედა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ შინ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის.