ვინისიუს ჯუნიორი მადრიდის "რეალზე" გაბრაზებულია - იუწყება "TheAthletic".
წყაროს ცნობით, ბრაზიელიელი კლუბზე გაბრაზებული, მათ მიერ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, არასაკმარისი აქტიურობის გამოა.
ვინი თვლის, რომ ის რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ბევრჯერ იყო მთავარი და სამეფო კლუბისგან მეტ მხარდაჭერას იმსახურებს.
როგორც იწერება, წინა წელს "მესტალიაზე" მომხდარი ინციდეტის შემდეგ, ფეხბურთელი კლუბის დატოვებასაც კი განიხილავდა.
ასევე ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" ფანების მიერ ვინისიუსის შეურაწყოფას "ბლანკოსი" ბევრად ადრე გამოხმაურებულიყო.