მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგისი მეოთხედ-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მადრიდის "რეალს" მეტოქედ მოქმედი ჩემპიონი, "მანჩესტერ სიტი" ერგო.
ისინი ერთმანეთს ზედიზედ მესამე სეზონში დაუპირისპირდებიან.
უეფამ გამოაქვეყნა მატჩის თარიღები, რის მიხედვითაც ამ წყვილის პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" 9/10 აპრილს გაიმართება, განმეორებითი კი 16/17 აპრილს. აქვე გეტყვით, რომ 21 აპრილს "ბლანკოსს" კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ელ კლასიკო ელის.