როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში ხორვატიას 1:0 სძლია.
შეხვედრის შემდეგ “ჯვაროსნების” თავკაცმა, რამაზ სვანაძემ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:
“დღეს ვერ ვისაუბრებ ხვადაგიანი და ლომინაძე ითამაშებენ თუ არა მომდევნო მატჩში. ახლა კონცენტრირებული ვართ მხოლოდ თამაშზე. უშუალოდ შეხვედრის წინ მივიღებ გადაწყვეტილებას.
აზაროვის ტრავმა პირველადი შეფასებით არ ჩანს მძიმე.
ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. გვქონდა მომენტები, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა. საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ მოთამაშეებით. სიგუა დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა, მას არ ქონდა სათამაშო პრაქტიკა, რის გამოც გაუჭირდა.
სიგუას რაც შეეხება, ის ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. დიდი პაუზა ჰქონდა და არ არის მარტივი ის, რაც მოედანზე გააკეთა.
კვერნაძესგან ველოდები მეტს, დღეს ბევრი იმუშავა.
თავიდანვე ველოდიღ ხორვატიისგან ასეთ თამაშს. მეტოქემ სწრაფ ფეხბურთზე გააკეთა აქცენტი. ველოდით და ვიცოდით, რაც მოხდებოდა. სწორი მიდგომით და ურთიერთპატივისცემით მივაღიწეთ ამ შედეგს. მეტოქიდან გამომდინარე ასეთ შედეგს ველოდებოდი, ბრძოლაში მოპოვებულ გამარჯვენას”. - განაცხადა სვანაძემ.