კენჭისყრის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.
ამ წყვილთა დაკავშირებით ინგლისელების მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ისაუბრა:
"ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს უკვე ტრადიციას ჰგავს, ზედიზედ 3 წელია ტურნირის მეფეებს ვხვდებით"
"იმედია ამ თამაშებს კარგ ფორმაში შევხვდებით. წილისყრის კონტროლი შეუძლებელია, თუ ხალხი იტყვის, რომ მარტივია, ეს მხოლოდ იმიტომ რომ მოწინააღმდეგეს ვერ აფასებენ", - თქვა ესპანელმა.