1 კვირის და 1 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

სხვა გზა არ არის - საქართველოს სავარაუდო სასტარტო შეამდგენლობა უკრაინასთან მატჩში

საქართველოს ნაკრების თავკაცმა, ვილი სანიოლმა ნომებრის სანაკრეო მატჩებისთვის "ჯვაროსნების" 23-კაციანი განაცხადი დაასახელა.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პირველი მატჩი სახლში, კერძოდ ბათუმში, უკრაინის წინააღმდეგ ელის, ხოლო მეორე შეხვედრას კი სტუმრად ჩეხეთთან გამართავს.

ოქტომებრში განცდილი 2 მარცხის შემდეგ მომდევნო შეხვედრებში ჩვენი გუნდი აუცილებლად შეეცდება 6 ქულის მოპოვებას, რაც ავტომატურად ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებას ნიშნავს.

აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრას ლაშა დვალი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას უკრაინის წინააღმდეგ:

ტაქტიკა: 5-3-2;

მეკარე: მამარდაშვილი;

მცველები: კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, ლოჩოშვილი, შენგელია;

ნახევარმცველები: ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე;

შემტევები: მიქაუტაძე, კვარაცხელია.

Facebook კომენტარები