როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი დიდებულ ფორმაში იმყოფება.
Crystalsport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მძიმე კრიზისში მყოფი “ჰოფენჰაიმი” ოთარ კიტეიშვილს უმიზნებს.
გრაცის “შტურმის” სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი “ჰოფენჰაიმის” სპორტული დირექტორი გახდა, რის გამოც ტრანსფერის ალბათობამ გაცილებით გაიზარდა.
შიკერის მთავარი მიზანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ოთარ კიტეიშვილის მოყვანა და გუნდის მთავარ მწვრთნელად გრაცის “შტურმის” ამჟამინდელი თავკაცის კრისტიან ილცერის გადაბირება გახლავთ.
ცნობისთვის, კიტემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.