როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ვინგერის დამატებას გეგმავს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, FC Barcelona Noticias-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ხვიჩა კვარაცხელიას, ნიკო უილიამსის, ლეროის სანეს, რაფაელ ლეაოსა და მოჰამედ სალაჰის ვარიანტს განიხილავს.
საგულისხმოა, რომ ხვიჩას “ნაპოლისთან” კონტრაქტის გახანგრძლივება ძალიან გაუჭირდა, რაც გახდა მიზეზი “ბარსელონას” ამბიციებისა.
ცნობისთვის, ”ბარსელონასთვის” ამ ეტაპზე ყველაზე მომხიბლავი ლეროი სანესა და მოჰამედ სალაჰის ვარიანტი გახლავთ, რადგან ისინი თავისუფალი აგენტები არიან.