2 კვირის და 5 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ანჩელოტის ამ 4 ფეხბურთელის დამატება სურს - ტრავმიანების შესაცვლელად

წლევანდელი სეზონი „მადრიდის რეალისთვის“ საკმაოდ დრამატულად დაიწყო. ევროტურნირებზე არასასურველი შედეგების დაფიქსირების ფონზე, გუნდს ტრავმიანობის პრობლემაც სერიოზულად აწუხებს. ამჟამად, ესპანურ გრანდს ძირითადი შემადგენლობის 7 ფეხბურთელი აკლია, სხვადასხვა ტიპის დაზიანების გამო. 

ანჩელოტი სამეფო კლუბის გაძლიერებაზე უკვე ფიქრობს და სამომავლოდ ისეთი შემადგენლობის შეკრება სურს, რომელიც ტრავმების გამო დასუსტებისგან უკეთ იქნება დაცული. ამ მიზნით, ცნობილი სპეციალისტის სატრანსფერო სიაში ოთხ გამოკვეთილ ფეხბურთელს მოიაზრებენ. პირველ რიგში „რეალის“ თავკაცს ალექსანდრ-არნოლდის, ჯონათან ტას და ალფონსო დევისის დამატება სურს, დაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

ამასთანავე, მადრიდელები ზაფხულში ფლორიან ვირცის გადაბირებასაც გეგმავენ.

Facebook კომენტარები