"როდესაც მამარდამ გაიგო, რომ ბუდიმირი ცუდად იყო, მოიძია, ტელეფონზე დაურეკა და ეს ყველაფერი უთხრა...", - ქართველმა ესპანელები აღაფრთოვანა » isport.ge
1 კვირის და 2 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"როდესაც მამარდამ გაიგო, რომ ბუდიმირი ცუდად იყო, მოიძია, ტელეფონზე დაურეკა და ეს ყველაფერი უთხრა...", - ქართველმა ესპანელები აღაფრთოვანა

ლა ლიგის წინა სეზონში "ვალენსიასა" და "ოსასუნას" მატჩის დროს უსიამოვნო შემთხვევა დაფიქსირდა.

ანტე ბუდიმირმა დიდი დაზიანება მიიღო და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა პენალტიც გააფუჭა.

გავიხსენოთ რას წერდა ესპანური მედია: ანტე ბუდიმირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციის გაგების შემდეგ, მამარდაშვილმა მოიძია ხორვატის ტელეფონის ნომერი, დაუკავშირდა მას, მოიკითხა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.

ბუდიმირს პენალტის შესრულებისას სამი ნეკნი ჰქონდა გატეხილი

შეგახსენებთ, რომ ოსასუნასა და ვალენსიას შეხვედრაში ბოლო წუთებზე მამარდაშვილმა ბუდიმირის ცუდად შესრულებული პენალტი აიღო და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

Facebook კომენტარები