როგორც მოგეხსენებათ, თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში უნიჭიერესი ფეხბურთელი, საბა ხარებაშვილი ასპარეზობს.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბა ხარებაშვილის შეძენით მადრიდის “რეალი” და კატალონიის “ბარსელონა” ინტერესდებიან.
საგულისხმოა, რომ ხარებაშვილო კონფერენს ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახლავთ, რომელმაც აღნიშნული ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა.
ცნობისთვის, საბამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.