კრიშტიანუ რონალდუმ 5 საყვარელი თანაგუნდელი დაასახელა.
5. იანიკ ჯალო - ბევრისთვის ეს სახელი არაფერს ნიშნავს, თუმცა „სპორტინგში“ ყოფნისას კრიშტიანუ მისი საკმაოდ ახლო მეგობარი გახლდათ.
4. ნანi - რონალდუსა და ნანის გზები არამარტო პორტუგალიის ნაკრებში, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ გადაკვეთილა, რამაც მათ ურთიერთობაზე დიდი გავლენა მოახდინა.
3. უეინ რუნი - უეინ რუნი და რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უძლიერეს დუეტს ქმნიდნენ. „მასთან ერთად თამაში მენატრება. შესაძლოა, ერთ დღესაც კვლავ გავერთიანდეთ".
2. პეპე - ლუიშ ნანის მსგავსად, პეპე და რონალდუ ერთმანეთის თანაგუნდელები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის „რეალში“ იყვნენ, სადაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
1. მარსელო - ცნობილი ფაქტია, რომ მარსელო და კრიშტიანუ "ბლანკოსში" საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რაზეც მედიასთანაც არაერთხელ უსაუბრიათ.