როგორც მოგეხსენებათ, 22 წლის ინგლისელი ფეხბურთელი, მეისონ გრივნუდი “ხეტაფეში” იჯარის წესით ასპარეზობს.
ახალგაზრდა მოთამაშე ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება.
უკვე ცნობილი გახდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” 22 წლის ვინგერს არ დაიბრუნებს, “წითელი ეშმაკები” გრინვუდის გაყიდვას გეგმავენ.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, TimeSports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” გრინვუდის დამატებას გეგმავს.
ცნობისთვის, მეისონმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.