უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ნაკრები დააჯარიმა.
წინა სანაკრებო პაუზაზე გამართულ საქართველოსა და ალბანეთის მატჩის დროს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ქართველი ქომაგის მხრიდან უეფამ რამდენიმე დარღვევა შენიშნა:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრა €14,000 ჯარიმა საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკვისთვის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრა €12,000 ჯარიმა ლაზერული პუნქტორის გამოყენებისთვის.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრა €30,000 ჯარიმა ფანების მიერ პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
და რაც მთავარია, საქართველოს ნაკრებს მომდევნო მატჩის მასპინძლობისას 2000 ქომაგით ნაკლები ეყოლება - უეფამ ჩვენს გუნდს ეს სასჯელი დააკისრა.