ესპანელი მცველი კარიერის გაგრძელებას ლეგენდარულ კლუბში აპირებს. უახლესი ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსი დიდი ალბათობით მომავალ სეზონში „ბოკა ხუნიორსში“ ითამაშებს. ეს მისი ყოფილი თანაგუნდელის და ფეხბურთის კიდევ ერთი ვეტერანის, ფერნანდო გაგოს დამსახურებაცაა. იგი არგენტინული კლუბის მწვრთნელის პოსტზე წელს დაინიშნა. გაგომ და ხუან რომან რიკელმემ რამოსის დასათანხმებლად ყველაფერი გააკეთეს.
რამოსი ამჟამად „სევილიას“ ღირსებას იცავს, თუმცა წლევანდელ სეზონში ესპანური გუნდის მაისურით ჯერ მოედანზე არ გამოსულა. დიდი ალბათობით იგი „ბოკა ხუნიორსში“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გადავა.
რამოსის ხელფასი ამჟამად 5 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, ახალ კლუბთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში აღნიშნული თანხის შემცირება იქნება საჭირო.