ზურიკო დავითაშვილის ახალი სეზონი საოცრად დაიწყო. იგი „სენტ ეტიენის“ ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და გუნდს უკვე არაერთი გადამწვეტი გოლით მოუტანა ქულები. ოქტომბრის თვეში მის მიერ „ოსერის“ კარში გატანილი გოლი ლიგის წარმომადგენლებმა 5 საუკეთესო გოლს შორის დაასახელეს.
ქართველი ლეგიონერის გოლს მოგების საკმაოდ დიდი შანსი აქვს. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. გამოკითხვა Ligue 1 McDonald's-ის სოციალური ქსელის გვერდზეა გამოქვეყნებული.