როგორც მოგეხსენებათ, “ვალენსიას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მამარდაშვილი ჩინებულ ფორმაშია. ქართველ მეკარეს ვერავინ აჩერებს.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ კარის 9-ჯერ მშრალად შენახვა მოახერხა, რაც ფანტასტიკური შედეგი გახლავთ.
გავლენიანი ინგლისური სააგენტოს, Sunderland Echo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ნიუკასლ იუნაიტედი” მზად არის, რომ მამარდაშვილის სანაცვლოდ 85 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
ცნობისთვის, გიორგიმ მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.