"ჩემი ძმა კუთხიდან ამას მკარნახობდა" - ილია თოფურიას პირველი კომენტარი ქამრის დაცვის შემდეგ » isport.ge
3 კვირის და 5 დღის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"ჩემი ძმა კუთხიდან ამას მკარნახობდა" - ილია თოფურიას პირველი კომენტარი ქამრის დაცვის შემდეგ

ილია თოფურიას ინტერვიუ ქამრის დაცვის შედეგ:

"უპირველესყოვლისა, მადლობა ღმერთს, ყველაფერი მას ეკუთვნის. არ ვიცი რა ვთქვა, ასეთი ლეგენდის დამარცხება რთული დასაჯერებელია. ის ჩემთვის და ჩემი თაობისთვის მაგალითი იყო. ახლა მსურს, რომ მე ვიყო ისეთი მაგალითი ახალი თაობისთვის, როგორიც ის იყო ჩემთვის. მე ბოლო დარტმი, როცა მან ბარბაცი დაიწყო მივხვდი, რომ უჭირდა. ჩემი ძმა კუთხიდან მკარნახობდა, რომ მივწოლილიყავი და საბოლოოდ დავანოკაუტე. ვოლკანოვსკის და დიეგო ლოპესს ბრძოლა სურთ? მე ორივესთან ვიბრძოლებ, არ მაქვს პრობლემა" , - თქვა ილიამ.

Facebook კომენტარები