როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრებმა ევრო 2024-ის მეოთხედფინალში პორტუგალია პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირიდან გამოთიშა.
კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს ბოლო ევროპის ჩემპიონატი იყო, სადაც ის კილიან მბაპემ დაამარცხა, რომლის კუმირიც თავად პორტუგალიელი იყო.
მატჩის შემდეგ, რა საკვირველია, მბაპემ თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა წარმატება, თუმცა მედიას ერთი რამ არ გამორჩენია.
როგორც კამერებში გამოჩნდა, ის თავის კუმირთან არ მისულა და არ გაუმხნევებია.
განსხვავებული სურათი ვიხილეთ საქართველო-პორტუგალიის მატჩზე, სადაც პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია რონალდუსთან მივიდა, მათ თბილი სიტყვები გაცვალეს და ამასთან ერთად მაისურების უსახსოვრეს ერთმანეთს.
მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩასთვის ამ თამაშში გამარჯვება და ჯგუფური ეტაპის დაძლევა ძალიან დიდ რამეს ნიშნავდა, მან კრიშტიანუსთვის დრო მაინც გამონახა.
ამ ეპიზოდებიდან ვხვდებით, თუ რამდენად ძვირფასი ადამინია რონალდუ კვარასთვის და რამდენად ღირსეულად მოიქცა ქართველი ვინგერი თავისი კუმირის მიმართ.