1 თვის წინ
გიორგი სოხაძე
Aa

"როდესაც 7 წლის ვიყავი, მამაჩემს გავუმხილე, რომ..." - რონალდუს ემოციური კომენტარი

კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან თვისი პატარაობა გაიხსენა:

"როდესაც 7 წლის ვიყავი, მამაჩემს გავუმხილე, რომ მინდოდა მქონოდა ისეთი სახლი, როგორიც მაიკლ ჯექსონს ჰქონდა. მან მითხრა მაშინ, რომ ოცნებები ოცნებებად რჩება და რომ ეს მდიდარი ადამიანების პრივილეგიაა. მე გავიზარდე და ჩემი ოცნება უკვე ასრულდა. სამწუხაროა, რომ მამაჩემი ვერ ხედავს ამას. მხოლოდ ნიჭის ქონა საკმარისი არ არის. გამუდმებით მუშაობაა საჭირო. თქვენი სიყვარული მაძლიერებს. თქვენი სიძულვილი დაუოკებელს მხდის"

"მთავარია სამსახურში იყო ეფექტური. ყოველი დღე ახალ გამოწვევას წარმოადგენს. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, დისციპლინის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელი, რომ არ გამოვსულიყავი, ალბათ სამუშაოდ ოფიციანტად წავიდოდი. გულს მტკენს, როცა ადამიანები მუდმივად მსჯელობენ ჩემზე და ამ დროს საერთოდ არ მიცნობენ. ცხოვრებაში არაფერი არ არის იოლი. პირიქით, რომ ყოფილიყო, მაშინ ტირილით არ დავიბადებოდით. ცხოვრება გამოცანას ჰგავს, ყოველდღე ახალი თავსატეხი მოაქვს, რომელიც უნდა ამოხსნა"

"იმ მომენტში, როცა მამაჩემის სიკვდილის შესახებ გავიგე, მეგონა ამით ჩემი ცხოვრება დამთავრდებოდა, მაგრამ ძალები მოვიკრიბე და გავაკეთე ის, რაც მამაჩემს უნდოდა. უნდოდა მისი შვილი საუკეთესო გამხდარიყო".

Facebook კომენტარები