როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, პაუ კუბარსმა და ლამინე იამალმა “ნაპოლისთან” გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანეს.
საგულისხმოა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი გუნდი გახდნენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ შეხვედრაში 2 17-წლამდე ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშეს.
ცნობისთვის, პაუ კუბარსი და ლამინე იამალი ფეხბურთის მომავლად ითვლებიან და ამ სტატუსს იდეალურად ამართლებენ.