"ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა. ვიდეორგოლში კი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები გამოჩნდნენ, მათ შორის არიან სპორტსმენები გიორგი გველესიანი, ლაშა ბექაური, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, სანდრო ბაზაძე და სხვები.
კლიპის წარდგენამდე პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა
"სიყვარული ეს არის ის გრძნობა, რომელიც განსაკუთრებულად დამახასიათებელია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და ვიღაცები არიან, ვინც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად სიძულვილი შემოიტანოს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მთავარი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, სიყვარულია.
სიყვარული ერთმანეთის მიმართ, სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ და მგონია, რომ ეს არჩევნები, პირველ რიგში, ამას ეხება. ამ არჩევნებზე ჩვენ უარი უნდა ვუთხრათ სიძულვილს და ავაშენოთ ისეთი საქართველო, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის მიმართ და საკუთარი ქვეყნის სიყვარულზე. ჩვენ ვართ ასეთი ხალხი, ჩვენ ვართ მიდრეკილი სიყვარულისკენ", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
წყარო: ambebi