1 დღის და 10 საათის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

პირველად - ჩემპიონთა ლიგის მატჩს ქართველი მსაჯები გაუძღვებიან

ევროპული ტურნირის ისტორიაში პირველად, ქართველებისთვის საკმაოდ სასიხარულო შემთხვევა დაფიქსირდა. 22 ოქტომბერს დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის მატჩი ქართველი მსაჯების ბრიგადის ხელმძღვანელობით გაიმართება.

„გრაცის შტურმის“ და „ლისაბონის სპორტინგის“ დაპირისპირებას ქართველი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი განსჯის. ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტანტ ყრუაშვილს ასევე ქართველი ასისტენტები, ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ დახმარებას. VAR-ის ოთახიდან მათ იტალიელი სპეციალისტები, ალესანდრო დი პაოლო და ლუკა პაირეტო შეუერთდებიან.

გიორგი ყრუაშვილი არბიტრის რანგში უკვე გაუძღვა კონფერენს ლიგის და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მის სადებიუტო მატჩში ქართველი ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. იგი „შტურმის“ რიგებში ირიცხება.

Facebook კომენტარები