სერია ა-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" "ემპოლის" დაუპირისპირდება.
იტალიურ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ შესაძლოა ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ მონაწილეობა არ მიიღოს.
კერძოდ, ანტონიო კონტე სანაკრებო მატჩების შემდეგ ქართველის დასვენებას გეგმავს.
როგორც იწერება, კვარას ნაცვლად სასტარტო შემადგენლობაში დავიდ ნერეშს ვიხილავთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული მატჩი 20 ოქტომბერს 20:30 საათზეა ჩანიშნული.