ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამას ნათლად ადასტურებს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს დამოკიდებულება ქართველისადმი.
პირველად ხვიჩა მესის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე შეხვდა, სადაც ლეო მასთან პირადად მივიდა, ხელი ჩამოართვა და წარმატებები უსურვა.
კრიშტიანუს კი ის ევროპის ჩემპიონატზე შეხვდა, სადაც, მარცხის მიუხედავად, თამაშის შემდეგ პორტუგალიელმა კვარას მაისური უსახსოვრა და ანალოგიურად წარმატებები უსურვა.