2 საათის და 25 წუთის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქე გაირკვა - პლეიოფის წყვილი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროტურნირის პლეიოფში თამაშის უფლებაც მოიპოვა. 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატის ძირითად გათამაშებაში მონაწილეობის უფლება უკვე მოიპოვეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა დანია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და უკრაინა.

აღნიშნულ სიაში მოსახვედრად ქართველ ფეხბურთელებს პლეიოფის ფარგლებში ჩატარებული ორ მატჩიანი დაპირისპირების მოგება მოუწევთ. როგორც ახლახან ჩატარებული კენჭისყრის დროს გაირკვა, ქართველები ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

პლეიოფის მატჩები 14-19 ნოემბრის შუალედში გაიმართება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პირველ შეხვედრას საკუთარ მოედანზე გამართავს. 2025 წელს, 21-წლამდე ნაკრებების  ევროპის ჩემპიონატი 11-28 ივნისს გაიმართება.

Facebook კომენტარები