კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთ ინტერვიუში საკუთარი შვილის შესახებ საინტერესო ისტორია გაიხსენა:
"გარკვეული პერიოდის წინ, ჩემს შვილს ვაჩვენე ის ადგილი, სადაც 12 წლის ასაკში ვცხოვრობდი. მინდოდა ენახა სად გავიზარდე. როდესაც ის პატარა ოთახი ნახა, სადაც მეძინა მითხრა:
"მართლა აქ ცხოვრობდი მამა?" - მას ამის დაჯერება არ შეეძლო. ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ სამყაროში ყველაფერი ადვილია. ცხოვრების ხარისხი, სახლები, მანქანები, ტანსაცმელი.. ჰგონიათ, რომ ყველაფერი ციდან ისე ცვივა, თითქოს არაფერი მომხდარა..
ჩემს შვილს ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი ნიჭის გამო კი არ გვაქვს, არამედ დაუღალავი შრომის!! შრომისმოყვარეობით და მონდომებით, ყველაფრის მიღწევა არის შესაძლებელი, რაც გსურთ. ეს არის ის, რის ჩანერგვასაც ჩემი შვილისთვის ვცდილობ."