1 დღის წინ
ზურა ახალკაცი
Aa

ვისთან ერთად მოხვდება საქართველო მუნდიალის კალათაში - ქვეყნების სია

13 დეკემბერს ციურიხში მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური წილისყრა გაიმართება. 2026 წლის ტურნირის მონაწილეები 5 სხვადასხვა კალათაში არიან გადანაწილებული და საკუთარი მეტოქეების გამოვლენას ელიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ბედი უკვე გადაწყვეტილია. ისინი წილისყრის ფარგლებში მესამე კალათაში იქნებიან განთავსებული. აღნიშნულ კალათაში საქართველოს ნაკრებთან ერთად ასევე შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები მოხვდნენ: ირლანდია, ფინეთი, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია და მონტენეგრო.

მესამე კალათაში აღნიშნულ გუნდებს და საქართველოს ნაკრებს სავარაუდოდ  ბოსნია და ისრაელი შეუერთდება.

კალათებში ჯერ კიდევ რამდენიმე გუნდია გასანაწილებელი, თუმცა წილისყრის წინ კალათებში ამჟამად უკვე განთესილი ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

I კალათი: საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი, ბელგია, ნიდერლანდები, პორტუგალია, იტალია, გერმანია, ხორვატია (9 გუნდი 12-დან)
II კალათი: უკრაინა, თურქეთი, შვედეთი, უელსი (4 გუნდი 12-დან)
III კალათი: ირლანდია, ფინეთი, საქართველო, ალბანეთი, ჩრდ. მაკედონია, ჩრდ. ირლანდია, ისლანდია, მონტენეგრო (8 გუნდი 12-დან)
IV კალათი: ლუქსემბურგი, ბელარუსი, სომხეთი, კოსოვო, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ესტონეთი, კვიპროსი, ლატვია, ფარერები, ლიეტუვა (11 გუნდი 12-დან)
V კალათი: მოლდოვა, მალტა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტაინი, სან მარინო (6 გუნდი 6-დან).

Facebook კომენტარები