საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩისთვის განაცხადის გამოქვეყნების შემდეგ, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მედიასთან ისაუბრა.
"ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტია. დავაბრუნეთ ჯაბა კანკავა. ეს ჩემი სურვილი იყო. გვუსრდა ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მოგვეწვია და გუნდს დახმარებოდა. ამით თავადაც მოხარულია.
"მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ მოედანზე წარმატებას მივაღწიოთ. სამწუხაროდ, ხვიჩა დაგვაკლდება, თუმცა გეგმის შესრულებას მის გარეშეც უნდა ვეცადოთ.
"აზაროვის არყოფნა განაცხადში? ამაზე დიდხანს ვიფიქრე და რთული გადაწყვეტილება იყო. არ ვიყავი კმაყოფილი ნაკრებში მისი რამდენიმე თამაშით, განსაკუთღებით შოტლანდიასთან და გადავწყვიტე, ამ ეტაპზე აღარ გამომეძახა.
"ამ პოზიციაზე, ვფიქრობ, წიტაიშვილი და შენგელია უკეთესად გამოიყურებიან.
"არც საბა ლობჟანიძე არაა განაცხადში. ამერიკაში თამაშობს. კვირას მძიმე დაპირისპირება ელის და ხაგრძლივი მგზავრობის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ბოლომდე მზად არ იქნებოდა", - განაცხადა სანიოლმა.