საქართველოს 21-წლამდელების საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის დამარცხების შედეგად 2025 წლის ევროპის 21-წლამდე ნაკრებების ჩემპიონატის პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფური ეტაპი 19 ქულით დაასრულა.
ევროპული ტურნირის პლეი-ოფი 11-19 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული 2-მატჩიანი დაპირისპირების ფარგლებში ქართველ ფეხბურთელებს რამდენიმე პოტენციური მეტოქე ელით.
17 ოქტომბერს დაგეგმილი კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება ის გუნდი, რომელსაც ქართველი ახალგაზრდები დაუპირისპირდებიან. სავარაუდო მეტოქეების სრული სია ასე გამოიყურება:
ბელგია, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, ნორვეგია.